ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში გამარჯვების, რუსთაველის, ინაურის, ჩოლოყაშვილის, პეტრიწის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, დილითი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე;

14:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |