სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, კიროვაკანი, მურჯახეთი, მაჯადია, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში ნალბანდიანის, აღმაშენებლის, თუმანიანის, აშტოცის, თბილისის, ჭავჭავაძის, ჩკალოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |