სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივნისს 10:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, ტყემლანა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, ბესიკის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, რუსთაველის, გვარამაძის, ჯაყელის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ახალციხის რაიონის სოფლებში ანდა, მინაძე, საფარა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |