სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი.

11:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის რაიონის სოფლებს დილისკა, ჩუნჩხა, პტენა.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ბაკურიანში, კოხტა გორის, დიდველის ტერიტორიაზე, მიტარბში და დიდ მიტარბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |