უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპული ქართველი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიაა. ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელ Facebok-ში ავრცელებს.

ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.
| Print |