წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 3 და 4 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და 4 ღამით კი 6 და 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6 და 5, ღამით კი 5 და 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 და 5 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 და 3. ადიგენში დღისით 7 და 5, ღამით მინუს 4 და 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდი და მცირე თოვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2 და 3, ღამით 0 და 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და 1, ღამით მინუს 2 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 4 გრადუსს, ხოლო ღამით 4 და 3-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში მოთოვს, დღისით 2 და 0, ღამით კი 0 და და მინუს 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4 და 3, ღამით კი 2 და 1 გრადუსი იქნება.

| Print |