უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში პუტინის ომს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

ბახმუტთან დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია:

"კადიროველთა" თავდასხმას ბახმუტთან, ქართველთა რაზმის ხუთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის დროს დაღუპულები:

ავთო რურუა,
რომეო ფიჩხაია,
რომეო კვარაცხელია,
ბადრი მარკელია,
მერაბ ალადაშვილი.
თავდასხმის დროს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
| Print |