აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკება სტაგნაციაშია - სომხეთი
სომხეთმა და აზერბაიჯანმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მათ შორის უთანხმოება რჩება ორ მთავარ საკითხზე - ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

მირზოიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას 6 აპრილს, გვიან საღამოს უთხრა, რომ ორ ქვეყანას აქვს "მდგრადი მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში", თუკი ისინი დარჩენილი უთანხმოების გადალახვას შეძლებენ.

ერევანი და ბაქო ჯერ ვერ შეთანხმდნენ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე და ამის შემდგომ საზღვრის დემარკაციის პროცესზე. ორი მხარე ასევე სხვადასხვა პოზიციაზეა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.

მირზოიანის თქმით, ერევანი და ბაქო მაღალი რანგის შეხვედრებზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე, მაგრამ აზერბაიჯანი "ყოყმანობს", როცა ამ საკითხს ხელშეკრულების პროექტში ათავსებენ.
| Print |