ავიაბილეთებს თუ ეძებ, ეს უნდა იცოდე (R)
ავიაბილეთების დაჯავშნა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა არსებობს ბევრი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და გაითვალისწინოთ. თუ ავიაბილეთებს ეძებ, მაგრამ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია და გამოცდილება, მაშინ ამ სტატიაში აღმოაჩენ ყველაფერს, რაც ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგჭირდება.

სად უნდა მოძებნოთ ავიაბილეთები?

ავიაბილეთების მოსაძებნად საუკეთესო გზა საძიებო სისტემის გამოყენებაა, სადაც ყველა არსებული ავიკომპანიისა და სააგენტოს ავიაბილეთები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ასეთი სისტემების გამოყენება ავიაბილეთების მოძებნისა და დაჯავშნის პროცესს საკმაოდ მარტივსა და კომფორტულს ხდის.

სწორედ ასეთ სერვისს გვთავაზობს aviabiletebi.online, რომელიც თავისი დახვეწილი და მარტივი საძიებო სისტემით ლიდერია საქართველოში. რატომ https://aviabiletebi.online/ ?

aviabiletebi.online ერთ სივრცეში აერთიანებს თითქმის ყველა არსებული ავიაკომპანიისა და წამყვანი სააგენტოების ავიაბილეთებს. პლატფორმა საკმაოდ მარტივია და მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თქვენ უბრალოდ უნდა მიუთიოთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღები და სისტემა შემოგთავაზებთ ყველა არსებულ ფრენას, როგორც პირდაპირს, ისე ტრანზიტულს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თქვენთვის სასურველი ავიაკომპანიის, აეროპორტისა თუ ფასის მიხედვით. როდესაც თქვენთვის მისაღებ ფრენას აირჩევთ, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეძლებთ ავიაბილეთის შეძენას.

რომელი ფრენით სჯობს სარგებლობა, პირდაპირით თუ ტრანზიტულით?

რა თქმა უნდა, ორივე ტიპის ფრენას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. პირდაპირი ფრენა რომ უფრო კომფორტულია, ამას განხილვა არ სჭირდება. თუმცა ერთი დიდი მინუსი აქვს და ეს ფასია. ძირითად შემთხვევაში, პირდაპირი ფრენის ღირებულება საგრძნობლად აღემატება ტრანზიტული ფრენის ღირებულებას, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა გადაწყვითოტ რას ანიჭებთ უპირატესობას - ფასს თუ კომფორტს?! და ამის მიხედვით შეიძინოთ ავიაბილეთი.
რაც შეეხება ტრანზიტულს ფრენებს, ამ შემთხვევაში ბევრი გარემოება უნდა გაითვალისწინოთ. გადაჯდომის ხანგრძლივობა უნდა იყოს საკმარისი, რომ მომდევნო რეისზე დასასწრებად ყველა პროცედურა გაიაროთ და დროულად მიხვიდეთ ბორტზე. ასევე, მნიშნელოვანია, რომ ორივე ფრენას ერთი და იგივე ავიაკომპანია ასრულებდეს, რომ თქვენი ბარგი პირდაპირ საბოლოო დანიშნულების ქალაქში ჩავიდეს. არ უნდა იყოს აეროპორტის ცვლილება, რაც ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან და სხვ. თუ ყველა ამ გარემოებას გაითვალისწინებთ და თქვენზე მორგებულ ფრენას მოძებნით, მაშინ ტრანზიტული ფრენის შემთხვევაში უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენას შეძლებთ.

რომელი აეროპორტიდან სჯობს გამგზავრება?

აეროპორტის შერჩევისას, ალბათ, პირველი რასაც აქცევთ ყურადღებას, თქვენთვის მოსახერებელი ადგილმდებარეობაა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ რამდენიმე გარემოების გათვალისწინება.
პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, სრულდება თუ არა იმ აეროპორტიდან ფრენა თქვენთვის სასურველ ქალაქში, რადგან საქართველოს აეროპორტებიდან ყველა მიმართულებით არ სრულდება ფრენები. მაგალითად, თუ პოლონეთში გსურთ გამგზავრება, ყველაზე დიდი არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არის, რადგან რამდენიმე ქალაქში სრულდება პირდაპირი ფრენები. თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ ვარშავის მიმართულებით ნახავთ ფრენას, ბათუმიდან კი პირდაპირი ფრენა პოლონეთის არც ერთ ქალაქში არ სრულდება. თუმცა, შესაძლოა ბათუმიდან ან თბილისიდან უფრო იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ ტრანზიტულ რეისებზე, ვიდრე ქუთაისიდან პირდაპირზე. ამ შემთხვევაშიც არჩევანი კომფორტსა და ფასს შორის უნდა გააკეთოთ.

როგორც ხედავთ, ფრენის დაგეგმვა ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. იმისათვის, რომ გაუგებრობებს თავი აარიდოთ, წინასწარ მოიძეთ და მიიღეთ საჭირო ინფორმაცია და ამის შემდეგ შეუდექით ავიაბილეთების დაჯავშნას. ასე თქვენი მოგზაურობა მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის.

| Print |