ელექტრონული კომერციის ისტორია, მოლოდინები და მისი როლი საცალო ვაჭრობაში (R)
ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ონლაინ მაღაზიების მიერ შემოთავაზებული მარტივი და ხელმისაწვდომი სერვისი ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფს. დღეს სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი პროდუქტის შეკვეთა, რომელსაც კურიერი კართან მოგვიტანს. ამ ტიპის მომსახურებას უკვე ქართული კომპანიებიც სთავაზობენ თავის მომხმარებელს. არსებობს არაერთი სანდო ონლაინ მაღაზია, სადაც სხვადასხვა ტიპის ყიდვა-გაყიდვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ხდება. როგორ მოახერხა ელ.კომერციამ მომხმარებლის ნდობის მოპოვება, საიდან იწყება მისი ისტორია და რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში საცალო ვაჭრობის განვითარებაში? ონლაინ მაღაზიების პოპულარობის ზრდის ფონზე, გადავწყვიტეთ, რომ დღეს სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხოთ.

ელექტრონული კომერციის განვითარების ისტორია

ბოლო წლების განმავლობაში ციფრულ სამყაროში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა. სწრაფი ტემპით ტექნოლოგიურმა პროგრესმა ელექტრონული კომერციის განვითარებას შეუწყო ხელი. მიზანი მიმწოდებლისა და მომხმარებლის
ერთმანეთთან მარტივად დაკავშირება იყო, რაც ჩვენი კომფორტის ზრდას ემსახურება. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ მცირე ხანში ონლაინ მაღაზიებმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვეს.

ელექტრონული კომერციის ისტორია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იწყება. 1995 წელს ჯეფ ბეზოსმა დაარსა Amazon-ი, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით ონლაინ წიგნების მაღაზია უნდა ყოფილიყო. მალევე მას მოჰყვა პიერ ომიდიარის მიერ eBay-ის შექმნა. შეგახსენებთ, რომ დღეს ორივე მათგანი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული ონლაინ მაღაზიაა. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ნიშაში ახალი კომპანიები გამოჩნდნენ და კონკურენციაც გაიზარდა. შესაბამისად, დაიხვეწა და გაფართოვდა ელ.კომერციის სერვისიც. გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, რამაც მომხმარებლის უნდობლობა გააქარწყლა. დღესდღეობით, ონლაინ მაღაზიები უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ელექტრონული კომერციის ისტორია საქართველოში

ქართულ ბაზარზე დღეისთვის არაერთი კომპანია მოიძებნება, რომელმაც, როგორც სანდო ონლაინ მაღაზიამ, წარმატებით დაიმკვიდრა თავი. 2022 წელს, საქართველოში ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიონიან ნიშნულს და ინტერნეტმომხმარებელთა 23.8%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ბოლო ორ წელში კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს საქართველოში ელექტრონულ კომერციას ყოველი მეოთხე ინტერნეტმომხმარებელი იყენებს.

ონლაინ მაღაზიების პოპულარობა საქართველოშიც, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა, თუმცა ელექტრონული კომერცია არ შემოიფარგლა პანდემიის მოკლევადიანი ეფექტით და კვლავაც განაგრძობს გაფართოებას. ეს მეტწილად იმ ონლაინ მაღაზიების დამსახურებაა, რომლებმაც ქართველი მომხმარებლის ნდობის მოპოვება შეძლეს და დღემდე ერთგულად განაგრძობენ ხარისხიანი პროდუქციის სწრაფად და დაუბრკოლებლად მოწოდებას.
ელექტრონული კომერციის როლი საცალო ვაჭრობაში

ელ.კომერცია საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლისა და მიმწოდებლის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრენდმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბიზნესების ზრდას. ამასთან, პროცესის გამარტივებასთან ერთად გიზარდა მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხიც. ეს კონკურენტული გარემოს დამსახურებაა. დღესდღეობით ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენისას მომხმარებლის უსაფრთხოება მკაცრად არის დაცული, რაც ამ სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საძიებო სისტემაში სასურველი ნივთის დასახელების ჩაწერა საკმარისია, რომ ის სულ ცოტა ხანში თქვენივე ზღურბლთან აღმოჩნდეს. გამარტივდა გადახდის გზებიც. ეს ყველაფერი კი ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხს და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლიდან წლამდე ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. ამის მიზეზად სანდოობის ზრდა, დაგროვილი გამოცდილება და სერვისის გამარტივება შეგვიძლია დავასახელოთ.
მაგალითისთვის, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით საქართველოში ელ.კომერციის მომხმარებელთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. არსებული მონაცემები გვარწმუნებს, რომ მსოფლიოში არსებულ ტრენდს არც ჩვენ ჩამოვრჩებით. სამომავლოდ უნდა ველოდოთ, რომ კონკურენციის ზრდასთან ერთად ეს სფერო სულ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო პოპულარული გახდება, მათ შორის, ქართველ მომხმარებელშიც.

შეჯამება

იმედი გვაქვს, ჩვენმა მოკლე მიმოხილვამ დაგაინტერესათ და ახალი ინფორმაცია გაიგეთ ელექტრონლი კომერციის ისტორიასთან დაკავშირებით. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სერვისი, რომელიც უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, ბოლო წლების განმავლობაში ელვისებური სისწრაფით განვითარდა. 1990-
იანი წლებიდან დღემდე მკვეთრად დაიხვეწა და გამარტივდა ონლაინ მაღაზიების მიწოდების ხარისხი. ელექტრონული კომერციის პოპულარობა საქართველოშიც იზრდება. სამომავლოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ელექტრონული კომერცია კიდევ მეტად გაფართოვდება. ამ მიმართულებით ყველაზე მსხვილ ბაზრებად კი კვლავაც დარჩება მოდისა და ელექტრონიკის ინდუსტრია.
| Print |