სხვადასხვა
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მემორიალი ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მერიის კულტურის სამსახურმა ვეტარანებისთვის კონცერტი გამართა. 9 მაისის მემორიალთან მისვლა მხოლოდ 5–მა ვეტერანმა შეძლო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წელს მათ ერთი მათგანი ვეღარ შეუერთდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ომში გარდაცვლილთა ოჯახებს კი 300 ლარი – 9 მაისთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი ჯილდო მათ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩაურიცხა. 600 ლარი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 72 –მა ვეტერანმა მიიღო. ხოლო 300 ლარი – 36–მა ოჯახმა. ექვს ვეტერანს პირად ანგარიშზე ახალციხის მერიისგან 200–200 ლარი ჩაერიცხათ.

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მემორიალი ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მერიის კულტურის სამსახურმა ვეტარანებისთვის კონცერტი გამართა. 9 მაისის მემორიალთან მისვლა მხოლოდ 5–მა ვეტერანმა შეძლო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წელს მათ ერთი მათგანი ვეღარ შეუერთდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ომში გარდაცვლილთა ოჯახებს კი 300 ლარი – 9 მაისთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი ჯილდო მათ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩაურიცხა. 600 ლარი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 72 –მა ვეტერანმა მიიღო. ხოლო 300 ლარი – 36–მა ოჯახმა. ექვს ვეტერანს პირად ანგარიშზე ახალციხის მერიისგან 200–200 ლარი ჩაერიცხათ.

პრემიერ–მინისტრის პერსონალური მისალოცი ბარათები გადაეცათ, დღეს 9 მაისის მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს. ბარათები მათ ახალციხის მერმა გადასცა.
ღონისძიების შემდეგ ვეტერანებს გიორგი კოპაძე რესტორან “რაბათში” სადილით გაუმასპინძლდა.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |