SSSS



სხვადასხვა
კონტროლდება თუ არა ადგილობრივი ბაზარი?
ადგილობრივი ბაზრების კონტროლი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ახალციხეში მცხოვრები ფერმერები და მცირე მეწარმეები რეალიზაციის პირობებზე საუბრობენ.  კონტროლდება თუ არა ადგილობრივი ბაზრები, ვის მიერ და როგორ? – თემით “მეცხრე არხი” დაინტერესდა.   სოფელ მინაძეში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე ახალციხის ცენტრალურ ბაზარს კვირაში ორჯერ სტუმრობს და ბოსტნეულს აბარებს.  ამბობს, რომ მის სათბურში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა, რადგან პრეპარატებსა და ქიმიურ დანამატებს იშვიათად აძლევს. სარეველების სააწინააღმდეგო ჰერბიციდს კი საერთოდ არ იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ პროცედურის შემდეგ ნიადაგი ზიანდება და რამდენიმე მოსავლის მოყვანა რთულდება. ამიტომ ურჩევნია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია სარეველებისგან ხელით გამარგლოს. შესაბამისად მოწეული პროდუქტიდან მოგებაც ბევრად მეტი რჩება. ერთ მოსავალში დაახლოებით, სამიათას ლარამდე თანხას იღებს, აქედან მისი დანახარჯი ათას ლარს არ აღემატება.

ადგილობრივი ბაზრების კონტროლი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ახალციხეში მცხოვრები ფერმერები და მცირე მეწარმეები რეალიზაციის პირობებზე საუბრობენ.  კონტროლდება თუ არა ადგილობრივი ბაზრები, ვის მიერ და როგორ? – თემით “მეცხრე არხი” დაინტერესდა.

 

სოფელ მინაძეში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე ახალციხის ცენტრალურ ბაზარს კვირაში ორჯერ სტუმრობს და ბოსტნეულს აბარებს.  ამბობს, რომ მის სათბურში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა, რადგან პრეპარატებსა და ქიმიურ დანამატებს იშვიათად აძლევს. სარეველების სააწინააღმდეგო ჰერბიციდს კი საერთოდ არ იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ პროცედურის შემდეგ ნიადაგი ზიანდება და რამდენიმე მოსავლის მოყვანა რთულდება. ამიტომ ურჩევნია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია სარეველებისგან ხელით გამარგლოს. შესაბამისად მოწეული პროდუქტიდან მოგებაც ბევრად მეტი რჩება. ერთ მოსავალში დაახლოებით, სამიათას ლარამდე თანხას იღებს, აქედან მისი დანახარჯი ათას ლარს არ აღემატება.

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტის მიღება შხამ–ქიმიკატების გამოყენებითაც შესაძლებებლია – ირწმუნება ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი. ნუგზარ კაველიძის განმარტებით, ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისას, ფერმერმა ნორმირებისა და დოზირების დაცვა უნდა მოახდინოს. შედეგად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი  მიიღება. მისივე თქმით, მცირე ფართობებზე, ქიმიურ პრეპარატებს ნაკლებად გამოიყენებენ, თუმცა ამ გზით მიღებული პროდუქტი სასაქონლე ვიზუალის არქონის გამო, ბაზარში ნაკლებად იყიდება. რაც შეეხება ხარჯებს, პრეპარატების სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნაკლები დანახარჯით, ფერმერი საუკეთესო შედეგს მიაღწევს.

მომხმარებელთა უმეტესობა ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ენდობა. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოტანილს, მიიჩნევენ, რომ კონტროლი  საზღვარზევე უნდა გამკაცრდეს, რათა ქვეყანაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შემოტანა მოხდეს. მათი ნაწილი კი ფიქრობს, რომ  მყიდველმა პროდუქტი მხოლოდ ვიზუალურობის გამო არ უნდა შეიძინოს.

შპს „სავაჭრო ცენტრი – ახალციხე“ ერთ–ერთი მსხვილი ობიექტია ქალაქში, სადაც ხორცი, რძის ნაწარმი და ხილ–ბოსტნეული ერთ სივრცეში, ცალ–ცალკე სექციებში იყიდება. პროდუქტით მისი მომაგარგება, ძირითადად მიმდებარე სოფლებიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ხდება.  შპს „სავაჭრო ცენტრი – ახალციხე“–ს დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება და სანიტარიულ–ჰიგიენური ნირმების დაცვა, მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

სავაჭრო ცენტრის ლაბორატორიის ვეტექიმი პროდუქციას, ობიექტში,  შეტანამდე შემდეგ კი დახლებზე ამოწმებს. გიორგი ბალიაშვილი განმარტავს, რომ ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ხილბოსტნეული, თაფლი  ვიზუალური დათვალიერებით და ორგანულ–ლეპტიკურად  ყოველდღიურად მოწმდება. ხილ–ბოსტნეულის შემოწმება ხდება ნიტრატებზეც.

ადგილობრივ ბაზრებზე, შიდა კონტროლის გარდა, პერიოდულად სახელმწიფო კონტროლიც მიმდინარეობს. აღნიშნულს კი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

კახა სოხაძის განმარტებით საეჭვო სურსათის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუკავშირდეს. მას მიაჩნია, რომ კონტროლის ყველაზე ეფექტური სახე სამომხმარებლო კონტროლია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მტკიცებით, ნებისმიერი სახის შეტყობინების შემთხვევაში, ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობის ფარგლებში, ოპერატიულ ქმედებას განახორციელებს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.