მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს
აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა
მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი
იკურთხება და მრევლს დაურიგდება. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და
მორწმუნეები მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლებენ, სადაც
წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მრევლი ყოველი წლის 19 იანვარს
მდინარის წყლებში ცოდვებისგან განიბანება. ასევე სრულდება ნათლობის
რიტუალიც. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი
ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე
შეუძლიათ, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან
ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე
აღმა სვლას იწყებს, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში
სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის
დროს. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე
ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა
მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა:
“ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”
მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან
დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში
შესრულდება.
წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს
დაურიგდება.
ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები მდინარის
ნაპირებთან გადაინაცვლებენ, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება.
მრევლი ყოველი წლის 19 იანვარს მდინარის წყლებში ცოდვებისგან
განიბანება. ასევე სრულდება ნათლობის რიტუალიც.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი
ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე
შეუძლიათ, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის
ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს
უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.
ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა სვლას იწყებს,
როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს,
როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე
ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა
მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა:
“ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”