ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის
15:28 / 18.01.2016
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას
უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ
სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია,
რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა.
შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და
იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც ჯუნა ნათენაძემ
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან“ განმარტა, აღნიშნული პრობლემა თითქმის
ყველა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ პერიოდულად ჰქონდა, მისი გვარი
გათავისუფლებულთა სიაში მიზანმიმართულად ხვდებოდა, რის შემდეგაც,
სამუშო ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა. ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ
სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს, სამსახურში
აუცილებლად დაბრუნდება.
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას
უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ
სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია,
რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა.
შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და
იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.
როგორც ჯუნა ნათენაძემ ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან“ განმარტა,
აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ
პერიოდულად ჰქონდა, მისი გვარი გათავისუფლებულთა სიაში
მიზანმიმართულად ხვდებოდა, რის შემდეგაც, სამუშო ადგილის
შენარჩუნებისათვის იბრძოდა. ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ სასამართლო
გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს, სამსახურში აუცილებლად
დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხიდან ჯუნა ნათენაძესთან ერთად,
დეკემბრის ბოლოს, 16 ადამიანი უმუშევარი დარჩა. გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ 9 გიდს, 3 მეთვალყურესა
და 4 მარეგულირებელს ოფიციალურად 29 დეკემბერს, თათბირზე განუცხადა.
თუმცა აქედან, შრომითი ხელშეკრულება ოთხ მარეგულირებელს ისევ
გაუგრძელდა. ციხის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ აპრილის თვიდან,
დათხოვილი თანამშრომლების ხელშეკრულებით აყვანა იგეგმება, თუ მათ ამის
სურვილი ისევ ექნებათ. თუმცა აღნიშნული მუზეუმის დარბაზის
მეთვალყურეებს არ ეხებათ. სხვა გათავისუფლებული თანამშრომლები ამ
ეტაპზე არ ჩივიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.