ნინოწმინდაში მკვლელობა
მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე
უცნობი პირი, სახლში შეღწევას ბინის გაძარცვის გამო
ცდილობდა. შემთხვევას ოჯახის წევრის – ასაკოვანი ქალის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
შსს–მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით , 7–15 წლამდე. ამ დროის მონაცემებით , მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დაკავებულია.
გამოძიების დასრულების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადების გავრცელებას გეგმავს.
|