„ადრეული ქორწინება ტვირთია“, „თანასწორობა ოჯახიდან იწყება“, „სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“–ამ სახლწოდების სტენსილები, ახლციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ქუჩებში განათავსებს.
აქციის მიზანს,გენდერული საკითხების კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა. ღონისძოიება პროექტ “ერთად გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრი ახორცილებეს.
მისი კოორდინატორის თამუნა კაპანაძის თქმით, მსაგვსი სახის ღონისძიებები უკვე გაიმართა ბორჯომსა და მარნეულში, რამდენიმე დღეში აქცია ნინოწმინდაშიც მოეწყობა.
პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათვის”, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის დაფინანსებით ხორციელდება.
|