ახლიციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საჯარო მოხელეთა კონკურსი კიდევ ორ პოზიციაზე გამოაცხადა. არქმშენინისპექციისა და ზედამხედველობის განყოფილების სამსახურის უფროსისა და სპეციალისტის თანამდებობებზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 27 ნოემბერსა დასრულდება.
რაც შეეხება გამგეობაში 26 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, დოკუმენტების მიღება დასრულებულია და მომავალი კვირიდან მათი გადარჩევა დაიწყება.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, ჯამში 567 განაცხადი შევიდა, აქედან ყველაზე მეტი მოთხოვნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე დაფიქსირდა, სადაც კონკურში მონაწილეობის სურვილი 61–მა პიროვნებამ გამოთქვა.
ილია ზარდიაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში, წინა კონკურსებთან შედარებით, ყველაზე მეტი განაცხადი ამ ეტაპზე შევიდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი მეოთხედ, 30 ოქტომბერს გამოცხადდა.
|