ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ბრალმდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღეს სასამართლოს, ნივთმტკიცებების სახით შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული გარდაცვლილი და დაჭრილი პოლიციელების ტანსაცმელი, ტყვიები, მასრები, ლულები, სიგარეტის კოლოფი და სანთებელები, ასევე დივიდი დისკები წარუდგინა. თუმცა ბრალდებულის ადვოკატს არცერთი პაკეტის გახსნა უთხოვია.
შავლავა ხაჭაპურიძის თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვს, რომელსაც საბოლოო სიტყვაში იტყვის. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმე– ექსპერტრიც დაიკითხა.
სხდომას არ დასწრებია შალვა აბულაძე. ბრალდებულმა საპყრობილიდან ოქმი გამოაგზავნა, სადაც მიუთითებს რომ პროცესს არ დაესწრება. მისმა ადვოკატმა კი განმარატა, ბრალდებულის გამოუცხადებლობის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა მისივე თქმით აბულაძე სასამართლოს არ ენდობა.
შალვა ხაჭაპურიძე ვერც იმაზე საუბრობს, მისცემს თუ არა აბულაძე ჩვენებას სასამართლოს მომდევნო სხდომაზე. შემდეგი პროცესი 27 ნოემბერს ჩაინიშნა.
|