ახლაციხის პირველ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ნაწილს წიგნები არ მიუღიათ. პირველ კლასელების მშობლებს დედაენის და ბუნების სახელმძღვანელოების დაქსეროქსება უწევთ. დაწესებულების დირექტორი კი მათ პრობემის აღმოფხვრას ახლო მომავალში ჰპირდება.
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, პირველ, მეორე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების ნაწილს წიგნები სრულად არ მიუღია. დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, რომ ამის გამო, მათ სახელმძღვანელოების ქსეროასლების გადაღება უწევთ. ზოგიერთმა კი სასწავლო ლიტერატურა საკუთარი სახსრებით შეიძინა.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ იმ მოსწავლეებს შეექმნათ, რომლებმაც სკოლა შეიცვალეს და მათთან ჩაირიცხნენ. ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, სასწავლო პროცესი ამით არ შეფერხებულა და სკოლამ სხვა ალტერნატიული საშუალება გამონახა. პირველი სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ პრობლემა ორშაბათისათვის აღმოიფხვრება.
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემაა არაქართულენოვან სკოლებშიც. დაწესებულებებს სომხური ენის წიგნები ამ დრომდე არ მიუღიათ. ცენტრალურ უწყებაში განმარტავენ, რომ ქართულ და სომხურ მხარეს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა, წიგნების გადმოცემას სომხეთის განათლების სამინისტრო აგვიანებს.
პირველი სკოლისგან განსხვავებით წიგები სრულად მიიღეს, მეექვსე, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლებმა. შეგახსენებთ, რომ განთლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უკვე მეორე წელია მოსწავლეები უფროსკლასელების მიერ გამოყენებული უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობენ.
|