ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მოქალაქის
საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხ-საამქრო აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი-საამქრო დალუქეს.
სამართალდამცველებმა უკანონო სახერხ-საამქრო და პირველადი
გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი) აღმოაჩინეს ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის
სარდაფში. დალუქულია
აღნიშნული სახერხ-საამქროც.
უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტზე შედგენილია შესაბამისი აქტები.
|