Error
სხვადასხვა
საკირეში და არალში უკანონო სახერხი–საამქროები დალუქეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხ-საამქრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი-საამქრო დალუქეს. სამართალდამცველებმა უკანონო სახერხ-საამქრო და პირველადი გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი) აღმოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სარდაფში. დალუქულია აღნიშნული სახერხ-საამქროც. უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტზე შედგენილია შესაბამისი აქტები.

11986922_1305256692822079_5860590917724693479_nბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხ-საამქრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი-საამქრო დალუქეს.

სამართალდამცველებმა უკანონო სახერხ-საამქრო და პირველადი გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი) აღმოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სარდაფში. დალუქულია
აღნიშნული სახერხ-საამქროც.11987015_1305261966154885_5620879319168021174_n

უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტზე შედგენილია შესაბამისი აქტები.

| Print |