ბორჯომში დღეს, 29
აგვისტოს “ბორჯომობა” აღინიშნა. ტრადიციულ სახალხო
დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურული და სპორტული
ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო სოფლის კუთხეების ფანჩატურები, სადაც სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. წარმოდგენილი იყო, ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ასევე მოეწყო ჯომარდობა მტკვარზე, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, კოსტუმირებული ზღაპრის გმირების მსვლელობა-კარნავალი, თოჯინების თეატრი, სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, “ბორჯომობა 2015″– ს ესტრადის ცნობილი მომღერლების მონაწილეობით გალა–კონცერტი დაასრულებს”.
სახალხო დღესასწაულს ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია.
|