სხვადასხვა
ასპინძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი გასკდა
ასპინძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი გასკდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და წყლის წნევას ვეღარ უძლებს. მათი თქმით, სასმელი წყლის მილები, დაახლოებით, 15 წლის წინ გამოიცვალა. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ქუჩაზე პირველია. ახალციხის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალში აცხადებენ, რომ სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის რეზერვუარი მთლიანად დაიცლება.ტექნიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, შესაძლოა, სამუშაოები დღესვე ვერ დასრულდეს, ამიტომ მოსახლეობა ხვალ, 25 ივნისს სასმელ წყალს მოგვიანებით მიიღებს.

ასპინძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი გასკდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და წყლის წნევას ვეღარ უძლებს. მათი თქმით, სასმელი წყლის მილები, დაახლოებით, 15 წლის წინ გამოიცვალა. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ქუჩაზე პირველია.

ახალციხის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალში აცხადებენ, რომ სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის რეზერვუარი მთლიანად დაიცლება.ტექნიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, შესაძლოა, სამუშაოები დღესვე ვერ დასრულდეს, ამიტომ მოსახლეობა ხვალ, 25 ივნისს სასმელ წყალს მოგვიანებით მიიღებს.


| Print |