სხვადასხვა
პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ
პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ხუთ დღიანი ტრენინგები ახალგაზრდებს ბაკურიანში ჩაუტარდებათ. მაკა სუდაძის თქმით, რეგიონის მასშტაბით შვიდი ყველაზე აქტიური მოსწავლე შეირჩა.

პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ხუთ დღიანი ტრენინგები ახალგაზრდებს ბაკურიანში ჩაუტარდებათ. მაკა სუდაძის თქმით, რეგიონის მასშტაბით შვიდი ყველაზე აქტიური მოსწავლე შეირჩა.

ახალგაზრდები სემინარებით პროექტების წერასა და განხორციელებას ისწავლიან,  მათ ტრენიგები  ასევე ინტეგრაციისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩაუტარდებათ. ახალგაზრდები ბაკურიანის  საზაფხულო ბანაკში ძირითადად, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, ასპინძიდან და ახალციხიდან ჩაერთვნენ.


| Print |