ახალციხის საბავშვო ბაღებში ინფექციური დაავადება – ჩუტყვავილაა გავრცელებული. ინფორმაციას ადასტურებენ ჯანდაცვის ცენტრში, თუმცა ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არ არის.მწვავე ინფექციური დაავადების შემთხვევები შედარებით ნაკლებია სკოლის მოსწავლეებში.
ახალციხის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ბაგა–ბაღებში მედდები ყოველდღიურად ათვალიერებენ ბავშვებს და საეჭვო ნიშნების შემთხვევაში მოზარდს სახლში და უბნის ექიმთან გზავნიან. 2015 წელს ქალაქ ახალციხეში ჩუტყვავილას 19 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 მათგანი მაისის თვეში გამოვლინდა. ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს უფრო მეტ ადამიანი დაინფიცირდა.
ჩუტყვავილა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადვილად გადამდებია და ძიერითადად ბავშვთა ასაკისთვისაა დამახასიათებელი. მას ბუშტუკოვანი გამონაყარი და მაღალი სიცხე ახასიათებს. მისი გამოვლინების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზება საჭირო არ არის.
|