ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტის გასწვრივ გაბიონებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაეცნო.
რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი მილიონ შვიდი ათასი ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდა.
1750 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობis საჭიროება გასული წლის მაისში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარეm პრობლემები სოფელ ოთისა და დაბა ასპინძის მოსახლეობას შეუქმნა. მოვარდნილმა ნიაღვარმა მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული ნათესები srulad გაანადგურა, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდები. daitbora საცხოვრებელi სახლებi და ეზოები.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ასპინძაში აპრილის თვეში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.
|