Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/10/img_5089.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/10/img_5089.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/10/img_5089.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/10/img_5089.jpg" not exists.



სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), სახალხო მოძრაობა – “მრავალეროვანი საქართველო”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), სახალხო მოძრაობა – “მრავალეროვანი საქართველო”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 


“ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობრივ ინციდენტში სავარაუდოდ გუბერნატორის მონაწილეობის საკითხი.

წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ამგვარ მოქმედებებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 27 ოქტომბერს ურაველი-მუსხის გზაზე ადგილი ჰქონდა შესაძლო ძარცვისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებს. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიის აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას და ხვდებოდნენ მოსახლეობას. წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, მოსახლეობასთან შესახვედრად გადაადგილებისას, „ენმ“-ს აქტივისტის ნ.ხ.-ს განცხადებით მათ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი დაყვებოდა. აღნიშნული ნ.ხ.-მ დააფიქსირა ვიდეოკამერის მეშვეობით, რის შემდეგაც ნ.ხ.-ს მანქანას, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანა წამოეწია. მანქანიდან “კეთილმოწყობის სამსახურის” ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი გადმოვიდა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაიღო.

მოგვიანებით, როგორც „ენმ“-ს აქტივისტი აღნიშნავს, სოფლიდან დაბრუნებისას ურაველის გზაზე გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს. მომდარს უარყოფს გიორგი ბალიაშვილიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძარცვა).

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება არა მხოლოდ ნივთის (ვიდეოკამერის) აშკარა დაუფლებაზე უნდა გაამახვილოს, არამედ, შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებზეც. კერძოდ, დაზარალებულის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში „ენმ“-ს მაჟორიტარობის კანდიდატი აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას და „ენმ“-ს აქტივისტებისადმი ძალადობრივ ფაქტებს ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამანიის ღონისძიებებთან კავშირში.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების გარეშე არ დარჩეს შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტები. დაზარალებულის მიერ აღწერილი ქმედება და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს: „წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარას“.

გარდა ამისა, ნ.ხ.-ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიტიკურ (წინასაარჩევნო) საქმიანობაში ხელის შეშლა და მსგავსი ფაქტები.

აღნიშნულზე მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუკერძოებელი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინცინდენტი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა” – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.