ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულმა ერთ–ერთმა საკითხმა, ოპოზიციონერთა პროტესტი გამოიწვია. ,,ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა დარბაზი, 3 თვის განმავლობაში შესრულებული ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას დატოვეს.
ბიუჯეტის 3 თვიანი შესრულების ანგარიშს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენამდე, წლიური ანგარიში გამგებელსა და სამსახურებს უნდა წარედგინათ, აღნიშნული საკითხის მოთხოვნით კი ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს არაერთხელ მიმართა, თუმცა მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
პირველი კვარტლის განმავლობაში შესრულებული ბიუჯეტის შესახებ ანგარიში, საკრებულოს სხდომაზე საფინანსო– საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, გელა ლომიძემ წარადგინა. მან დეპუტატებს მხოლოდ ხარჯვითი და შესრულებული ნაწილის შედეგები გააცნო და განმარტა, რომ 2015 წლის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონ 200 ათასი ლარია, შემოსულობებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულება კი გასულ წელთან შედარებით გაცილებით ეფექტურია.
30 აპრილის, საკრებულოს სხდომაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორიციელებელი პრიორიტეტები და სავარაუდო ღირებულებაც განიხილეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენელთა თქმით, ამ დრომდე პრობლემა მხოლოდ ერთ ტენდერზე შეიქმნა. წყრუთის, ელიაწმინდისა და სხვილისის ადმინისტრაციულ ორგანოებში სამუშოების დაპროექტებისათვის კომპანიებმა ტენდერში მოანწილეობა არ მიიღეს, შესაბამისად, აღნიშნულისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში 46 სოფელისთვის 57 პროექტი განხორციელდება.
საკრებულოს რიგით #8–ე სხდომაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთის განსაზღვრის შესახებაც ისაუბრეს. დეპუტატებმა ყურადღება სხვადასხვა დანიშნულების ქონებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებსაც. დეპუტატთა თქმით, მოსახლეობამ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სახნავ მიწაზე ქონების წლიური გადასახადი 1ჰექრატზე 77 ლარი, სათეს მიწაზე – 19 ლარი, ხოლო საძოვარზე – 15 ლარი უნდა გადაიხადოს.
|