საბარგო სადგურზე კანალიზაციის პრობლემის მოგვარებისათვის 1 მილიონი ლარია საჭირო
22:10 / 27.04.2015
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის
დამონტაჟებისათვის, 1 მილიონი ლარია საჭირო. როგორც ქალაქის მერიაში
განმარტავენ, სამუშაოებისათვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე
გაკეთებულია, ამ ეტაპზე კი წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი თანხების მოძიება მიმდინარეობს.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ საბარგო სადგურის გარდა, საკანალიზაციო
სისტემა ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მთლიანად შეიცვლება. გარდა
ამისა, 2015–2016 წლებში მერია ახალციხის 18 ქუჩის სავალი ნაწილის
მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნულისათვის, შესაბამისი 7 პროექტი უკვე
მომზადდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში
გადაიგზავნა.
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის
დამონტაჟებისათვის, 1 მილიონი ლარია საჭირო. როგორც ქალაქის მერიაში
განმარტავენ, სამუშაოებისათვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე
გაკეთებულია, ამ ეტაპზე კი წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი თანხების მოძიება
მიმდინარეობს.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ საბარგო სადგურის გარდა,
საკანალიზაციო სისტემა ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მთლიანად
შეიცვლება. გარდა ამისა, 2015–2016 წლებში მერია ახალციხის 18 ქუჩის
სავალი ნაწილის მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნულისათვის, შესაბამისი 7
პროექტი უკვე მომზადდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში გადაიგზავნა. პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო
სამუშოები: რაბათის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე, ივანე ახალციხელის,
მესხეთის, ყოფილი კიროვის, ასევე აბის დასახლებაში, ქუთაისისა და
ერევნის ქუჩებზე განხორციელდება. სამშოებისათვის, ახალციხის მერია
სამინისტროდან დაახლოებით 3 მილიონამდე ლარს ითხოვს, თუმცა როგორც
ქალაქის მერი განმარტავს, დაფინანსდება თუ არა პროეტები ეს მას შემდეგ
გადაწყდება, რაც სამთავრობო სხდომაზე აღნშნული სამუშაობი მერიის
წარმომადგენლეთა მონაწილეობით განიხილება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.