ჯაბა ნათენაძის ფოტო
ახალციხის ცენტრალურ პარკში უფასო ინტერნეტ–მომსახურებით ისარგებლებენ. Wifi-ს მოწყობილობას „დელტაკომის“ თანამშრომლები ამონტაჟებენ. კომპანიის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის თქმით, ქალაქის მერიას აღნიშნული მომსახურეობა უფასოდ გადაეცემა. გიორგი კახნიაშვილის თქმით, შესაბამისი სამუშაოები მისი ინიციატივით და მერიის თხოვნით ხორციელდება.
უფასო Wifi საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს. „დღეს გვაქვს საშუალება ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის შემდეგ, ანალოგიური მომსახურეობა სამცხე–ჯავახეთში, ახალციხის ცენტრშიც მოეწყოს“ – აღნიშნავს გიორგი კახნიაშვილი.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სწრაფი და მოსახერხებელი ინტერნეტი, არასრული დატვირთვით, დაახლოებით, 150 – 200 ადამიანს, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
Wifi–ს მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები 22 აპრილს დაიწყო და სამ დღეში დასრულდება. ახალციხელები უფასო ინტრნეტით, რამდენიმე დღეში ისარგებლებენ.
|