საგაკვეთილო პროცესზე გარე და შიდა დაკვირვება, გაკვეთილის შეფასების სქემა და პედაგოთა უფლება–მოვალეობები –ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და დირექტორებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. ცენტრის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მასწავლებლებს საკლასო დაკვირვების სისტემა გააცნო და სქემასთან დაკავშირებით პედაგოგთა აზრი მოისმინა. მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ პროგრამაში პედაგოგების ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი მათი მონაწილეობით უნდა შეიქმნას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეთა სასურველ კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
პედაგოგთა ნაწილმა სიახლე მოიწონა და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა საგაკვეთილო პროცესებს გააუმჯობესებს, თუმცა გარკვეულმა ჯგუფმა განმარტა, რომ პროექტი სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორების გამო, შესაძლოა ყველა საჯარო სკოლაში თანაბრად ვერ განხორციელდეს.
სქემის პრეზენტაცია საქართველოს მასშტაბით, ახალციხის მსგავსად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შედგა.
|