Error
სხვადასხვა
ყარათუბნელებმა სასამართლოსთან პროტესტი შეწყვიტეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ყარათუბნელებმა პროტესტი შეწყვიტეს. მათი თქმით, პროცესს ხვალაც დაესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომები ისევ გაჭიანურდება, სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელები უზენაეს სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. ისინი ასევე, მოითხოვენ, ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის მოსახლეობამ, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან პროტესტი მას შემდეგ გამოთქვა, რაც გაირკვა, რომ დავით კუბლაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდა. სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. გარდაცვლილების ოჯახის წევრები სასამართლოში მოკლული შვილების ფოტოებით მივიდნენ. პროცესზე იმყოფებოდა შემთხვევით გადარჩენილი ბექა სირბილაძეც. სასამართლო სხდომა 24 თებერვლამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილმა 28 აგვისტოს ღამეს, შვილთან შელაპარაკების გამო, სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.

SASAMARTLOOახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ყარათუბნელებმა პროტესტი შეწყვიტეს. მათი თქმით, პროცესს ხვალაც დაესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომები ისევ გაჭიანურდება, სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელები უზენაეს სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. ისინი ასევე, მოითხოვენ, ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის მოსახლეობამ, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან პროტესტი მას შემდეგ გამოთქვა, რაც გაირკვა, რომ დავით კუბლაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდა.sasamartloo

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. გარდაცვლილების ოჯახის წევრები სასამართლოში მოკლული შვილების ფოტოებით მივიდნენ. პროცესზე იმყოფებოდა შემთხვევით გადარჩენილი ბექა სირბილაძეც.

სასამართლო სხდომა 24 თებერვლამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილმა 28 აგვისტოს ღამეს, შვილთან შელაპარაკების გამო, სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.

| Print |