ადიგენის მუნიციპალიტეტის,
სოფელ პატარა ზანავის მკვიდრი მინდია შაინიძე 2014 წლის ,,იმედის
გმირი” გახდა. 20 წლის მოჭიდავეს ეს ტიტული, გადაცემაში
შემოსული ზარების ხმათა უმრავლესობით ერგო. 38000–მდე ზარიდან მინდიამ
12 670 ხმა მიიღო და გამარჯვებულიც გახდა.
მინდია შაინიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უკვე 2 წელია საკუთარ სახლში გახსნილი აქვს სავარჯიშო დარბაზი და სამი სოფლის 50–მდე ბავშვს უსასყიდლოდ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ავარჯიშებს. გარდა ამისა, მინდია ბავშვებს სასკოლო საგნებშიც ამეცადინებს.
შეგახსენებთ, რომ მინდია შაინიძე „იმედის გმირი 2014“–ის 14 ფინალისტს შორის იყო. ტელეკომპანია იმედმა მიმდინარე წელს 39 ,,იმედის გმირი“გადაიღო.
მინდია შაინიძეს სამშენებლო კომპანია „დაგისგან“ ფულადი ჯილდო 5000 ლარი გადაეცა. მის შესახებ სიუჟეტი ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ მოამზადა.
|