,,პირველად ვხედავ ამ
ბრძანებებს და არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია მათ
შედგენაში“– ასე განაცხადა ავთანდლ თელიაშვილმა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბლიაძის
სასამართლო პროცესზე დაკითხვისას. გამგეობის იურიდიული სამსახურის
ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მანუჩარ გოგლაურის, მამუკა მესხის,
ქეთევან ინასარიძისა და მანანა ბალიაშვილი დროებით მოვალეობის
შემსრულებლებად დანიშვნის ანდა თანამდებობაზე ყოფნის ვადის
გაგრძელების შესახებ ბრძნებები არ უნახავს. ,,კერძო
პირებზე ბრძნებების მომზადებას არასდროს მავალებდნენ, მე მხოლოდ ზოგად
პოლიტიკაზე ვიყავი პასუხისმგებელი“–განმარტა
თელიაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუნეტების შედეგნაზე
მას და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მაშინდელ
უფროსს, მაკა სამსონიძეს ერთობლივად არ უმუშავიათ და მას
სამსონიძისთვის ტექსტის ელექტორნულად აკრეფა არ უთხოვია. თუმცა
იმავე საქმეზე
7 ივლისს დაიკითხა მაკა სამსონიძე, რომლემაც პროცესზე განაცხადა,
რომ თანამშრომელების იგივე ნომრითა და თარიღით დანიშვნის შესახებ
მან და ავთანდილ თელიაშვილმა გამგებლისგან ბრძანება მიიღეს და
შეასრულეს.
დღევანდელ სასამრთლო პროცესზე დაკითხვისას, ავთანდილ თელიაშვილმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური და კადრების განყოფილება ერთ ოთახში იყო განთავსებული, სადაც როგორც თანამშრომლეთა პირადი საქმეები, ასევე ბეჭედი ინახებოდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მაშინდელი უფროსის, მაკა სამსონიძის მიმართ პროკურატურამ განრიდება გამოიყენა. რაც იმას, ნიშნავს, რომ მაკა სამსონიძე თავს დამნაშავედ სცნობს და ინანიებს, შესაბამისად იგი ნასამართლეობისგან თავისუფლდება.
დაცვის მხარის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ განრიდების შემთხვევაში, მოწმის სანდოობის საკითხი დგება.
დღევანდელ სასამართლო პროცესიდან საქმეში ჩაერთო ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე. რომლემაც საქმის დეტალებში გარკვევისათვის, ბესიკ ბლიაძის დაკითხვის მომდევნო სხდომისთვის გადადება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბლიაძეს მიმდინარე წლის 25 მარტს, გამოძიებამ ბრალი 341–ე მუხლით წაუყენა , რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.
გამოძიება მას სხვადასხვა პოზიციებზე 3 თვიანი ვადით დანიშნულ მოვალეობის 4 შემსრულებლის საქმეს ედავება, რომელთაც, ბესიკ ბლიაძის ბრძანების საფუძველზე უფლება მოვალეობის შესრულების ვადა გაუგრძელდათ.
26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სასამართლომ მას გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძეს სასჯელის სახით ჯარიმა ან , 2–იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
|