Error
სხვადასხვა
სოფელ მოხეში მუსლიმი მრევლი აქციას მართავს

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხეში მუსლიმი მრევლი აქციას მართავს. მაცხოვრებლები იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებს, სადაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა კულტურის სახლის აღსადგენად სამუშოებს ახორციელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია და მისი გადაკეთება დაუშვებელია.

 

როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე განარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, სამცხე–ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ და საქმის ვითარება გააცნეს. მისივე მტკიცებით, პრემიერი მათ დახმარება შეპირდა და აღნიშნა, რომ შენობა კვლავ მუსლიმ მრევლს დაუბრუნდებოდა.

,ერთი დღე გავიდა, რაც პრემიერ მინისტრს შევხვდით და უკვე შენობის დანგრევა დაიწყო. არადა, პრემიერი შეგვპირდა, რომ ამომწურავი პასუხი ორშაბათს, 20 ოქტომბერს გვექნებოდა. ეს არის ადგილობრივი ადამიანების წრეში ხელოვნურად დაძაბული ურთიერთობა. ვიღაცას სურს პროვოკაცია მოახდინოს და შემდეგ ამაში ჩვენ დაგვადანაშულოს”– ამბობს იმამი ჯამბულ აბულაძე.

როგორც ,,მე–9 არხისათვის” გახდა ცნობილი, ამ წუთებში, სოფელ მოხეში შენობის სარეაბილიტაციო სამუშოები აღარ მიმდინარეობს. მუსლიმი მოსახლეობა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს ელოდებიან.
ადგილზე გასულია ,,მე–9არხის” გადამღები ჯგუფი. ვრცლად თემის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ მოხის მუსლიმმა მაცხოვრებლებმა შენობის გადაცემასთან დაკავშირებით აქცია 12 სექტემბერსაც გამართეს.

| Print |
თეგები: აქცია / მეჩეთი / მოხე /