ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა
დაწესებულების წარმომადგენლებმა ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია
დილიდან დაასუფთავეს. აქცია მართავენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც, რომლებიც
თავიანთი სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ
საქართველო“ პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების
მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(Sida) მხარდაჭერით, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა
კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის
მეგობრები/საქართველო“, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა“
და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი’’
„დავასუფთაოთ საქართველო“ საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ
მსოფლიო“ -ს (Clean Up the World) ფარგლებში ხორციელდება. აქცია ხვალ
აბასთუმანში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები პარკის მიმდებარე
ტერიტორიას დაასუფთავებენ. დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია
საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. აღნიშნული ღონისძიება ქვეყნის
მასშტაბით 22 სექტემბერს დასრულდება.

ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა
დაწესებულების წარმომადგენლებმა ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია
დილიდან დაასუფთავეს.
აქცია მართავენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც, რომლებიც თავიანთი
სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,დავასუფთაოთ მსოფლიო –
დავასუფთაოთ საქართველო“ პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო –
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“
ფარგლებში ჩატარდა. პროექტს შვედეთის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო“, მდგრადი განვითარების
კავშირი ,,ეკოხედვა“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი
,,ორქისი’’
„დავასუფთაოთ საქართველო“ საერთაშორისო კამპანიის
„დავასუფთაოთ მსოფლიო“ -ს (Clean Up the World) ფარგლებში
ხორციელდება.
აქცია ხვალ აბასთუმანში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები პარკის
მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.
დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია საქართველოში უკვე მეოთხედ
ტარდება. აღნიშნული ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით 22 სექტემბერს
დასრულდება.