ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის
მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მანამდე
2012 წლის 12 დეკემბრიდან ავთანდილ თელიაშვილს ეკავა, რომელმაც
იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტი თორნიკე ხმალაძე შეცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია ,,ექოს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მაკა სამსონიძემ დაუდასტურა.
მალხაზ ჟუჟუნაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურაში
მუშაობდა. მას ჯერ ძალოვან უწყებებში ეკავა წამყვანი თანამდებობები,
შემდეგ კი ახალციხის # 37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
იყო. 2007 წელს იგი ნარკოტიკების შეძენა –შენახვის ფაქტზე უკანონოდ
დააკავეს. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ კი ბრალი თავისუფლების
სანაცვლოდ აღიარა და საპატიმროდან საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა.
დღეისათვის მალხაზ ჟუჟუნაძე პოლიტიკური პატიმრის სტატუსის
მოსაპოვებლად იბრძვის. მას პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი, რის
საფუძველზეც უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით გამოძიება
მიმდინარეობს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის
მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა მანამდე 2012 წლის 12 დეკემბრიდან ავთანდილ
თელიაშვილს ეკავა, რომელმაც იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტი
თორნიკე ხმალაძე შეცვალა.