ფესტივალს ,,ქართული სული 2013“ ამჯერად ახალციხე უმასპინძლებს.
რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 11 მაისს 11 საათზე
დაიწყება. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის მეორე
კორპუსში სამეცნიერო კონფერენცია–,,თამარ მეფე 800“ ჩატარდება. მასში
მონაწილეობას მოწვეული და ადგილობრივი პროფესორები მიიღებენ.
ორგანიზატორები 17 საათზე მსურველებს ახალციხის ციხეში ეპატიჟებიან.
ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
ამფითეატრში უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც უფასო კონცერტი უნდა
გაიმართოს. ხელოვნების ფესტივალის–,,ქართული სული 2013“–ის
ორგანიზატორი კახური ტრადიციული მეღვინეობაა. კონცერტში მონაწილეობას
ცნობილი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები ,,ქართულ ხმები“,
ტრიო ,,სიმი“, ,,მესხეთი“ და კიდევ ბევრი მაყურებლისათვის საყვარელი
მომღერალი, მსახიობი და პოეტი მიიღებს. ფესტივალში ადგილობრივი
ანსამბლებიც ჩაერთვებიან. ახალციხეს ეწვევიან ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებიც, იგეგმება პრემიერ მინისტრის ვიზიტიც. 11 მაისის
ღონისძიებები გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

ფესტივალს ,,ქართული სული 2013“ ამჯერად ახალციხე უმასპინძლებს.
რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 11 მაისს 11 საათზე
დაიწყება. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის მეორე
კორპუსში სამეცნიერო კონფერენცია–,,თამარ მეფე 800“ ჩატარდება. მასში
მონაწილეობას მოწვეული და ადგილობრივი პროფესორები მიიღებენ.
ორგანიზატორები 17 საათზე მსურველებს ახალციხის ციხეში
ეპატიჟებიან. ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონი ოფიციალურად
გაიხსნება. ამფითეატრში უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც უფასო
კონცერტი უნდა გაიმართოს. ხელოვნების ფესტივალის–,,ქართული სული
2013“–ის ორგანიზატორი კახური ტრადიციული მეღვინეობაა.
კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული
ანსამბლები ,,ქართულ ხმები“, ტრიო ,,სიმი“, ,,მესხეთი“ და კიდევ ბევრი
მაყურებლისათვის საყვარელი მომღერალი, მსახიობი და პოეტი მიიღებს.
ფესტივალში ადგილობრივი ანსამბლებიც ჩაერთვებიან. ახალციხეს ეწვევიან
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც, იგეგმება პრემიერ
მინისტრის ვიზიტიც. 11 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული ფეირვერკით
დასრულდება.