ახალციხე მსოფლიო ბავშვთა ფესტივალს უმასპინძლებს
19-28 ივნისს, ახალციხეში მსოფლიო ბავშვთა ფესტივალი, “Brave Kids” (მამაცი ბავშვები) ჩატარდება. მასში მონაწილეობას პოლონელი, ირანელი, თბილისელი და ახალციხელი ახალგაზრდები მიიღებენ. ფესტივალის 21 მონაწილე მესხეთში 18 ივნისს ჩამოვა, ისინი მოხალისე ოჯახებთან იცხოვრებენ. https://youtu.be/iQVh8qNvQkE ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები 20 ივნისს დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, თანამედროვე ცეკვები, ფოლკლორული ნომრები, აღლუმი.

19-28 ივნისს, ახალციხეში მსოფლიო ბავშვთა ფესტივალი, “Brave Kids” (მამაცი ბავშვები) ჩატარდება. მასში მონაწილეობას პოლონელი, ირანელი, თბილისელი და ახალციხელი ახალგაზრდები მიიღებენ. ფესტივალის 21 მონაწილე მესხეთში 18 ივნისს ჩამოვა, ისინი მოხალისე ოჯახებთან იცხოვრებენ.

https://youtu.be/iQVh8qNvQkE

ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები 20 ივნისს დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, თანამედროვე ცეკვები, ფოლკლორული ნომრები, აღლუმი.

დასკვნითი ღონისძიება, გალა-კონცერტი 28 ივნისს, 18:00 საათზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ფესტივალის მიზანი, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების დამეგობრება და ერთმანეთის კულუტურების გაცნობაა.

ფესტივალი პოლინეთში 2009 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ.

ფესტივალში მონაწილეობა 8–16 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. “Brave Kids” საქართველოში პირველად ტარდება.

მსოფლიო ბავშვთა ფესტივალს  ახალციხე 2010 წელს შეუერთდა, როცა პოლონეთში ექვსი რეპატრირებული მესხი გაემგზავრა.

| Print |