SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/xinkali.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/garibaaa.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/cms-image-000029014.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/lobjanidze.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/02/sasamartloo.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/02/vitali1.jpg?w=188" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სხვადასხვა
ხინკალი "ბარაქა" და პელმენი "კავთურა“ – ბაქტერიებით დაბინძურებული პროდუქტი ახალციხეში
ხინკალი "ბარაქა" და პელმენი "კავთურა“ – ბაქტერიებით დაბინძურებული პროდუქტი ახალციხეში
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა გაყინული პროდუქტის მიკროორგანიზმებით დაბინძურების ახალი შემთხვევები გამოავლინა. ცენტრის ინფორმაციით,  მომხმარებელმა „ბარაქის“ ხინკლისა და „კავთურას“ პელმენის შემოწმების თხოვნით მიმართა. 31 მარტს მათ კოსტავას ქ. #7-ში მდებარე მარკეტში შპს „რაბათელი“ შეიძინეს ხინკალი “ბარაქა”. ასევე, იაძის ქ. #7-ში მდებარე ი.მ. დუშნეკ მალხაზიანის კუთვნილ მინიმარკეტში – პელმენი „კავთურა“. ლაბორატორიული კვლევებით, ორივე ნიმუშში  ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებისა (კოლიფორმები) და ლისტერია მონოციტოგენოზის არსებობა დადასტურდა, რაც საქართველოში მოქმედი სანიტარული ნორმებით, დაუშვებელია. “აღმოჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ადამიანის სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. თუმცა, საქართველოში მოქმედ აკრედიტებულ ლაბორატორიებს ამ ბაქტერიებზე სურსათის უფრო ზუსტი კვლევები არა აქვთ დანერგილი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ცალსახად დავასკვნათ, რომ შემოწმებული სურსათის ნიმუშები მავნეა. აღმოჩენილი მიკრობები საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. ამავდროულად, ისინი იოლად ნადგურდებიან საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა)” – ნათქვამია ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დარღვევის შესახებ მომხმარებელს, მწარმოებლებს, მაღაზიის მეპატრონეებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ეცნობა.
13:30 / 17.04.2015
ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს –  ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილს შეხვდა, რომლებიც 9-11 აპრილს NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერ–მინისტრმა წარმატება უსურვა მათ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მანვე დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და ხაზგასმით აღნიშნა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ წვლილი საქართველოში ინოვაციების, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების და საინჟინრო განათლების პოპულარიზაციაში.
15:28 / 31.03.2015
"განვდევნოთ ქართული ენიდან ბარბარიზმები" – "მომავლის თობის" აქცია
სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თობა”-ს ფარგლებში ახალციხის კერძო სკოლა შპს ხერხემი “მზექა”-ს მოსწავლეები შეუერთდნენ აქციას : “განვდევნოთ ქართული ენიდან ბარბარიზმები”.
14:26 / 26.03.2015
ახალციხეში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა
ახალციხეში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა
ახალციხეში 30 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. ორი შვილის დედა, რომლის ოჯახიც რაბათის უბანში ცხოვრობს, სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები მას ვერ უკავშირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის საქმე ახალციხის რაიონულ სამმართველოშია შექმნილი. მათთან დაკარგვის თაობაზე განცხადება 20 მარტს შევიდა. სამართალდამცველები ახალგაზრდა ქალს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებენ.
12:40 / 26.03.2015
ახალციხეში პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ დასრულდა
„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც ახალციხეში 20 მარტს გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, სამ წლიანი მუშაობის პროცესი გაიხსენეს და  საკუთარი მუშობის შედეგებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, პროექტში  ახალციხესა და ახალქალაქიდან 700–მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. სტუდენტებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სამოქალაქო განათლება მიეღოთ და კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყვნენ.
21:03 / 21.03.2015
საჯარო დებატებში რეგიონის მასშტაბით მოხის სკოლამ გაიმარჯვა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ ფარგლებში  რეგიონული დებატები გაიმართა. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 3 სასკოლო კლუბი პირველობის მოსაპოვებლად სამი დღის განმავლობაში  იბრძოდა.  რეგიონის მასშტაბით, გამარჯვება მოხის სასკოლო კლუბმა მოიპოვა, რომელიც საირმეში, ეროვნულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. „გენდერული თანასწორობა გამართლებულია“ – ამ თემაზე ახალციხეში საჯარო დებატები გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ვოლდ ვიჟენის“ ათი სასკოლო გუნდიდან რეგიონულ ფინალში ერთმანეთს  ურავლისა და   მოხის სკოლების მოსწავლეები  შეხვდნენ. 
13:18 / 17.03.2015
ორი სხვადასხვა სარწმუნოებისა და კუთხის შვილების ურთიერთობები მესხეთში
ორი სხვადასხვა სარწმუნოებისა და სხვადასხვა კუთხის შვილების ურთიერთობები მესხურ მიწაზე.  მართმადიდებლებისა და მუსლიმების მეზობლობა და ადამიანური დამოკიდებულება  –  როგორ გრძელდება სხვასახვა სარწმუნოების მქონე თანასოფლელების ურთიერთობა მოხესა და ჭელაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ? არის თუ არა  ზარზმა მისაბაძი სოფელი და რატომ თვლიან ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები, რომ მათ მხარეში რელიგიური კუთხით დაპირისპირება ხელოვნურადაა გამოწვეული? –  რეპორტაჟი სოფელ ზარზმიდან. ეს ორი ქალბატონი სოფელ ზარზმაში ცხოვრობს. ისინი   კარის  მეზობლები არიან. ამიტომ, ერთმანეთს ყოველდღიურად  ხვდებიან და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს ერთად განიხილავენ, გამოსავალსაც ერთად ეძებენ და ერთამენთს დახმარების ხელსაც უწვდიან. ერთადერთი რამ, რაც მათ განასხვებს, აღმსარებლობაა.
13:06 / 17.03.2015
პრემიერ მინისტრმა ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის განვითარების გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ მინისტრის ახალციხეში ვიზიტის მიზანი სამცხე–ჯავახეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გაცნობა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობების ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნენსმენებს შეხვდა. პრემიერრმა მათ ის მიმართულებები გააცნო, რომელის  მიხედვითაც რეგიონის განვითარება  იგეგმება. მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლის გაძლიერებაშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთის განვითარებას ხედავს.
03:30 / 17.03.2015
16 მარტის "ექოს" ანონსი
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო; 2. მართმადიდებლებისა და მუსლიმების ურთიერთობები სოფელ ზარზმაში.
16:01 / 16.03.2015
რეგიონული განვითარების სამინისტროს თანხებით, ახალციხეში 18 ქუჩა მოწესრიგდება
ახალციხის მუნიციპალიტეტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 13 პროექტი გადაიგზავნა, აქედან ექვსი  გამგეობიდან , ხოლო  7  ქალაქ ახალციხის მერიიდან. 7 პროექტიდან სამინისტრომ ქალაქის 7–ვე პროექტი დააფინანსა. აღნიშნულის ფარგლებში ახალციხეში 18 ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება. სამუშაოების განხორციელებისათვის ორ მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.
22:00 / 13.03.2015
ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებსა და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებსა და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მოწოდებით, მთავრობის თავმჯდომარემ მერებს გამგებლებსა და გუბერნატორებს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე შეხვედრაზე მიმართა, სადაც სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვაა. “ჩვენ უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ადამიანია. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მინდა რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/320801-irakli-gharibashvili-gubernatorebsa-da-gamgeblebs-administraciuli-kharjebis-dazogvisken-moutsodebs.html
17:24 / 11.03.2015
პრემიერ მინისტრი მერებსა და გამგებლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება
პრემიერ მინისტრი მერებსა და გამგებლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას გუბერნატორები, მერები და გამგებლები ესწრებიან. თბილისში იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველი პირები. აღნიშნული შეხვედრა გასულ კვირას დაანონსდა. შეხვედრას ცენტრალური მთავრობის რამდენიმე წევრი ესწრება. მათ შორის- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
16:47 / 11.03.2015
world vision–მა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების დაფინანსება დაიწყო
გამართული იდეა, პრობლემატური საკითხი და სწორად გაწერილი ბიუჯეტი–ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით,  world vision–მა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  პროექტების შერჩევა დაიწყო. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების  საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ  დაწერილ პროექტებს, ორგანიზაცია მხოლოდ იმ შემთხევაში დააფინანსებს თუ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
11:37 / 08.03.2015
ცირა მესხიშვილი: "ახალციხის ციხის დირექტორი ახალციხელებმა უნდა აირჩიონ"
ახალციხის ციხეში აქტიური ტურისტული სეზონი იწყება,  ციხის დირექტორის პოსტი კი ისევ ვაკანტურია.  თუმცა დანიშნულია  ისტორიული კომპლექსის დირექტორის მოადგილე. ახალციხის ციხის დირექტორის პოზიცია ისევ ვაკანტურია. ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასურველი კანდიდატურა ვერ შეირჩა.
22:35 / 04.03.2015
ლევან  ლობჟანიძე მის გადაყენებას გუბერნატორის მოადგილეს უკავშირებს
ლევან ლობჟანიძე მის გადაყენებას გუბერნატორის მოადგილეს უკავშირებს
ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან მის გადაყენებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს უკავშირებს. ლევან ლობჯანიძე ირწმუნება, რომ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ახლობლობლობა დასწამა და მოთხოვა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გარდა ამისა, ლოჟანიძე მედიასთან აცხადებს, რომ გუბერნატორის მოადგილეს მისი კანდიდატურის წარდგენა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავიდანვე არ მოეწონა.  მისივე თქმით, დეპუტატების მიერ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა მას მიუთითა, ვინ რა თანამდებობაზე უნდა დაენიშნა. “გუშინ მისი ბრძანებით დაიარეს დეპუტატები და ჩემი გადაყენების მოთხოვნის დოკუმენტს ხელი მოაწერინეს” – აცხადებს ლევან ლობჯანიძე. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი აცხადებს, რომ მსგავს შეხვედრებს მათ შორის ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, დეპუტატებთან გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. “დავალება იყო პარტიიდან, რომ იქნებ შეგვეჩერებინა ეს საკითხი. მე ვთხოვე დეპუტატებს შეაჩერეთ–მეთქი, მე თბილისში ჩავალ, შევათანხმებ, გადავწყვეტ, იქნებ იქიდანაც უკეთესი რანმე გვირჩიონ. ჩამოვალ და მერე გადაწყვიტეთ–მეთქი. მაგრამ დეპუტატებმა მეც აღარ მომისმინეს. მე ვიცოდი, რომ უნდა შეეჩერებინათ საკითხი, მაგრამ მაინც ასე მოხდა. თქვენც კარგად იცით, რომ  საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის უფლება მე არ მაქვს” – განაცხადა ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა “მეცხრე არხთან”. გუბერნატორის მოადგილის თქმით, დეპუტატები გაღიზიანებულები იყვენენ, იმის გამო, რომ მათ მიერ შეტანილ საკითხებს არ ითვალისწინებდა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებზე იყო დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე დღეს, 4 მარტს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული მოთხოვნით, წარმომადგენლობით ორგანოს “ქართული ოცნების” 15–მა დეპუტატმა მიმართა. მის გადაყენებას ფარული კენჭისყრით, 21 დეპუტატიდან მხარი 17–მა მათგანმა  დაუჭირა.
15:55 / 04.03.2015
ყარათუბნელებმა სასამართლოსთან პროტესტი შეწყვიტეს
ყარათუბნელებმა სასამართლოსთან პროტესტი შეწყვიტეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ყარათუბნელებმა პროტესტი შეწყვიტეს. მათი თქმით, პროცესს ხვალაც დაესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომები ისევ გაჭიანურდება, სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელები უზენაეს სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. ისინი ასევე, მოითხოვენ, ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის მოსახლეობამ, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან პროტესტი მას შემდეგ გამოთქვა, რაც გაირკვა, რომ დავით კუბლაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდა. სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. გარდაცვლილების ოჯახის წევრები სასამართლოში მოკლული შვილების ფოტოებით მივიდნენ. პროცესზე იმყოფებოდა შემთხვევით გადარჩენილი ბექა სირბილაძეც. სასამართლო სხდომა 24 თებერვლამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილმა 28 აგვისტოს ღამეს, შვილთან შელაპარაკების გამო, სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.
15:08 / 23.02.2015
ახალციხეში ნორჩი პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ნორჩი პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  11 საჯარო სკოლის 19-მა მოსწავლემ საკუთარი ლექსები შეკრებილ  საზოგადოებას წაუკითხა.  ღონისძიების დასასრულს ისინი  გამგეობისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ახალგაზრდა პოეტების საუკეთესო ლექსები შემდეგში კრებულის სახით გამოიცემა.
17:00 / 17.02.2015
ახალციხის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია აღმოჩნდა
ახალციხის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია აღმოჩნდა
ახალციხეში, ე.წ. „თვალის წყალში“  ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა. ინფორმაციას ,,ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი” ავრცელებს. მათი თქმით, მ. იაძის ქუჩაზე არსებული წყარო, რომლითაც მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს, ადგილობრივთა თხოვნით შემოწმდა. აღნიშნულ წყალს მოსახლეობა იმ პერიოდში იყენებს, როცა მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელით წყლის მიწოდება უწყდება. ,,ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის”  წარმომადგენლებმა წყლის ნიმუში  2015 წლის 28 იანვარს აიღეს. მათი განმარტებით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წყალი სასმელად უვარგისია.
21:04 / 12.02.2015
24 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება
24 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება
  ვალის მაცხოვრებელს, ვიტალი წინწკალაძეს დახმარება სჭირდება. 24 წლის ახალგაზრდა მძიმე სენით არის დაავადებული. პირველი ონკოლოგიური ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი მან უკვე ჩაიტარა, თუმცა გამოჯანმრთელებისათვის მას სასწრაფოდ მეორე ოპერაცია ესაჭიროება, რისთვისაც 3000 ევროა აუცილებელი. აღნიშნული ოპერაცია საზღვარგარეთიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიცირებულმა ექიმმა უნდა ჩაატაროს. ვიტალი წინწკალაძის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებმა თანხა შემდეგ ანგარიშზე უნდა ჩარიცხონ: ანგარიშის მფლობელი(მიმღები): ვიტალი წინწკალაძე ანგარიშის ნომერი: GE33LB0288870150523809 ანგარიშის ვალუტა: GEL / USD / EUR – მულტისავალუტო ანგარიში მფო: 220101476 მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი: ს.ს. “ლიბერთი ბანკი” მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22 ავადმყოფის პირადი ნომერია: 47001037199
16:10 / 09.02.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetkavbethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetbetcio girişledger livecialis1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastbedava iptv izlemehacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106pusulabet girişpusulabet girişmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetbetciomatbet girişmatbet girişnerobetcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortmarsbahistipobet güncel girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibom girişpusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106splashdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet giriş