სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ნუგზარ
სამარჯიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს–
ამის შესახებ, ადვოკატს უწყებიდან წერილობით აცნობეს. 3 ოქტომბრით
დათარიღებული ცნობა, მან 5 დღის შემდეგ მიიღო. საქმე 3 აგვისტოს 00:30
საათზე მომხდარ ფაქტს ეხება, რომლის დროსაც ნუგზარ სამარჯიშვილსა და
საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავრი
სამმართველოს თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა. შემთხვევის
გამო, საპატრულო ეკიპაჟმა ადვოკატი დააკავა. საქმეზე სასამართლო
პროცესი მეორე დღეს გაიმართა, რომლის დროსაც ნუგზარ სამარჯიშვილი
გამართლდა. სასამართლოს გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის
დეპატრამენტმა 9 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა
ადვოკატი მეორე ინსტანციაშიც გამართლდა. ამის შემდეგ, ადვოკატთა
ასოციაციის თავმჯომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ნუგზარ სამარჯიშვილის
უკანონოდ დაკავების ფაქტზე, განცხადებით საქრთველოს მთავარ
პროკურატურას, შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის,
სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მერაბ
წურწუმიას მიმართ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა
მთავრმა პროკურტატურამ საქმე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკუტარურას
გადაუგზავნა. ,,ორი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის
გასაჩივრებაც შეუძლებელია, პროკურატურა ფაქტის წინაშე დააყენა, რომ
გამოძიება უნდა დაეწყოთ, თუმცა, როგორც ჩანს მერაბ წურწუმიას ჰყავს
ძალიან სერიოზული მფარველები, ამის ფიქრის საბაბს მაძლევს ის, რომ
პროკურატურამ, გამოძიებაზე უარი თქვა, თუმცა მას ამის ვალდებულება და
საჭირო დოკუმენტაცია ჰქონდა.“–ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი. ადვოკატი
მიიჩნევს, რომ იგი 3 აგვისტოს უკანონოდ დააკავეს და ერთი ღამის
განმავლოაბში დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე უკანონოდ
იმყოფებოდა. ,,საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,
ადამიანის თავისუფლების უფლება ყველაზე აღმატებულია, ამიტომ
თავისუფლების აღკვეთა, დაკავება გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს
შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ჩემი დაკავებაც და
სამართალდარღვევაც უკანონო იყო“. –განმარტავს ადვოკატი. ადვოკატის
უკანონოდ დაკავების ფაქტი, აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა
მედია საშუალებებმა გააშუქეს. საბოლოოდ, სატელევიზიო მასალა ეთერში,
ცენტრალური არხის მეშვეობით, 5 ოქტომბერს გავიდა. თუმცა ამ
დროისათვის, ადვოკატს პროკურატურის წერილის შესახებ ინფორმაცია არ
ჰქონდა. 3 ოქტომბრით დათარიღებული წერილი იურისტმა სამცხე–ჯავახეთის
საოლქო პროკურატურისგან 8 ოქტომბერს მიიღო: ,,ადვოკატ ნუგზარ
სამარჯიშვილის მიმართ შესაძლო კანონდარღვევებზე, გაცნობებთ, რომ
მომართვაში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იქნა დაწყებული“– ნათქვამია
წერილში. მას ხელს საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, ზურაბ
სამადაშვილი აწერს. ნუგზარ სამარჯიშვლი მიიჩნევს, რომ აღნიშნული
წერილით პროკურატურამ მერაბ წურწუმიას მისცა ლეგიტიმაცია, რითიც მას
ნებისმიერი უდანაშაულო პირის დაკავება შეუძლია. ნუგზარ სამარჯიშვილი
ამბობს, რომ იგი შემდეგ ნაბიჯს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან
ერთად გადადგამს. თაკო ფეიქრიშვილი