სპორტი
უდეში, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად გარდაცვლილი ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

მინიფეხბურთში მონაწილეობა ბოლაჯურის, კახარეთის, სმადის, ბენარის, არლის, ქვემო ენთლის, ლელოვნის, უდის პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს. ფინალში ერთმანეთს არლისა და უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება უდის გუნდმა ,,ალიკა"–მ, ანგარიშით 4:1 მოიპოვა.



მეორე და მესამე ადგილზე კი არლისა და ქვემო ენთლის გუნდები გავიდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ალიკა ბალახაშვილის სახელობის გარდამავალი თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი, მეკარე, თავდამსხმელი და ბომბარდირი.

ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში მეათე წელია ტარდება. ჩემპიონატს ორგანიზებას ომში დაღუპული გმირის მამა უწევს. გურამ ბალახაშვილის თქმით, მისი შვილის ხსოვნას, ჩემპიონატი, პირველად 2009 წელს მიუძღვნა და მას შემდეგ სკოლებს შორის ტურნირს ყოველწლიურად მართავს.


ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირის ორგანიზატორი მინიფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარებას მომავალ წელსაც იგეგმავს და იმედოვნებს, რომ სპორტულ ღონისძიებებში სოფლის სკოლები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.

| Print |