ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ბორჯომელი მოჭიდავეა
11:54 / 01.08.2018
თემურ ჭკუასელიძე ევროპის ჩემპიონია.
ბორჯომელმა ფალავანმა ფინალში უნგრელი ალექს სზოგე 7-1 დაამარცხა. მანამდე კი მან რუსეთის სახელით მონაწილე საიდ-მაგომედ აბუბაკაროვს, ნახევარფინალში გამორჩეული ილეთით მოუგო.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, UWW-მ ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის საუკეთესო შეხვედრად თემურ ჭკუასელიძისა და რუსი მაგომედ აბუბაკაროვის ნახევარფინალი აღარა - საუკეთესო გდებად კი ქართველის ილეთი.
თემურ ჭკუასელიძემ რომში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ევროპის 2018 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი პირველად აჟღერდა. შედეგი ასეთია.
1. თემურ ჭკუასელიძე (საქართველო)
2. ალექს სზოკე (უნგრეთი)
3. საიდ-მაგომედ აბუბაკაროვი (რუსეთი)
3. იჰარ იარაშევიჩი (ბელარუსი)
ვიდეოების საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.