სპორტი
"ტაო" სეზონის ბოლო შეხვედრას ახალციხეში გამართავს
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაო" სეზონის ბოლო შეხვედრას თბილისის "დინამოსთან" გამართავს. თამაში ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, 30 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის შედეგი გადაწყვეტს, რომელ ადგილზე დაასრულებს "ტაო" სეზონს. ახლა რეგიონის გუნდი 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, სტუმრები კი ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებენ.

მესხ მორაგბეებს სურთ, რომ მიმდინარე სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულონ.
| Print |