სპორტი
,,ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი"
,,ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ – ღონისძიებაში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო სკოლიდან 26-მა მიიღო.
სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი სპროტის სახეობა და სპორტსმენი ერთმანეთს გააცნეს.

დამსწრე საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მოუწოდეს.

ღონისძიება ახალციხის მერიის, სპორტული პროგრამების განყოფილებების გეგმიური ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა. მონაწილეებს სიმბოლურად წიგნები გადასცეს.

გასულ წელს, აქტივობაში მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

| Print |