სპორტი
ახალციხის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში 24 პრიზიორი გამოვლინდა
დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ წარმოდგენილნი.

დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ.

ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ წარმოდგენილნი.

ტურნირში მონაწილეებმა მინიმალური დისტანცია 650 , ხოლო მაქსიმალური 3 250 მეტრი გაირბინეს.

ჩემპიონატში 24 პრიზიორი გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ახალციხის ღია პირველობას ორგანიზება ქალაქის მერიისა და მძლეოსნობის სპორტული კლუბის წარმომადგენლებმა გაუწიეს.


| Print |