სპორტი
ახალქალაქელი მოკრივეების გამარჯვება
თბილისში გამართულ დავით კვაჭაძის სახელობის ჩემპიონატზე, რომელშიც ახალქალაქიდან ხუთი მოკრივე მონაწილეობდა, სამი გამარჯვებული დაბრუნდა.

16–20 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ოთარ ერანოსიანმა დაიკავა, 75 წონით კატეგორიაში მესამე ადგილი არშაკ ელიზბარიანმა, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილს დასჯერდა არტემ იორდანიანი.

ტურნირში, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის მოკრივეები მონაწილეობდნენ, სულ 40 მედალი გაიცა.
| Print |