სპორტი
ახალციხეში მოტოკლუბის პირველი ერთობლივი შეჯიბრი გაიმართება
ახალციხის მოტოკლუბი, 9 ივნისს, მოტომოყვარულთა შეჯიბრს ახალციხეში პირველად უმასპინძლებს.

20 მონაწილე, ე.წ. ,,ტანკადრომის" ტერიტორიიდან შეჯიბრს დაიწყებს. დღეს, შეჯიბრთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე მონაწილეთა ადგილის კვალიფიკაცია განისაზღვრა.


შეჯიბრის მთავარი მსაჯი და კლუბის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ფეიქრიშვილი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ თბილისიდან ,,ენდურო ჯორჯიას" და ახალციხის მოტოკლუბის (caste riders) ეს პირველი ერთობლივი შეჯიბრია ახალციხეში.

,,მნიშვნელოვანია ამ სფეროს პოპულარიზაცისთვის, ახალციხის ციხისა და თავად სამცხე–ჯავახეთის პოპულარიზაციისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს"
- აცხადებს მამუკა ფეიქრიშვილი.
| Print |