სპორტი
სამბოსა დ ძიუდოში გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ვიდეო)
ახალციხის სპორტსკოლაში 12 ქალაქის 50 სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები სამბოსა და ძიუდოში, მათ შორის ცოტა ხნის წინ, მინსკში, ევროპულ თამაშებში გამარჯვებული ბექა ბერძენიშვილი.

ღონისძიებას ჭიდაობის ფედერაციის სრული შემადგენლობა ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. 

შეჯიბრი ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

პირველი ადგილი - 500 ლ
მეორე ადგილი - 300 ლ
მესამე ადგილი - 200 ლ



მოჭიდავეებმა დღევანდელი ღონისძიება მიხეილ იაძის სახელს მიუძღვნეს, რომელიც 40 წელი ხელმძვანელობდა ახალციხის სპორტკომიტეტს. 



ასევე დაგაინტერესებთ:

ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
| Print |