სპორტი
რეგიონის „პირველი მერცხალი“

 

14 წლის თიკა და მარიამი, 16 წლის ანი, ეკა და ნათია, 15 წლის ნილა და მარიამი - თინეიჯერ გოგოებს მინდორზე ორი მთავარი მიზანი აერთიანებთ - დაიცვან საკუთარი და შეუტიონ მოწინააღმდეგის კარს.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ზარზმა“ 19 გოგოს აერთიანებს. გუნდში ყველაზე პატარა 14 წლისაა, უფროსი კი 19-ის. გუნდისთვის ფეხბურთელი გოგოები სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქიდან, ხუთი თვის წინ აიყვანეს.

ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გუნდში ყველაზე მაღალმა გოგომ შვიდმეტრიანი სიგრძის კარი ჩაიბარა. ეკა თაბაგარმა „ზარზმას“ ფორმა არცთუ დიდი ხნის წინ მოირგო.
„ბავშვობაში ვთამაშობდი. რომ გავიგე ქალთა საფეხბურთო კლუბი იყო, შევედი ფეხბურთზე. მინდა ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე და ყველაზე წარმატებული მეკარე გავხდე“.

მეკარესავით გუნდის „ახალი შენაძენია“ მარიამ ოთანაძეც, რომელიც ნაკრებში წელს აიყვანეს. უკეთესი შედეგისთვის ყოველ დღე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და ინდივიდუალურად.
„გოგო ხარ და ფეხბურთს რატომ თამაშობ? ეგ რა ქალის საქმეა? - ეს სიტყვები სულ მესმის. მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა მოუსმინო, ეს თუ შენშია ბოლომდე უნდა მიჰყვე“.


გუნდი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ახალ ჩამოყალიბებულ ნაკრებს ჯერ არასახარბიელო შედეგი აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ათგუნდიანი ჩემპიონატიდან ცხრა გამოცდილი და პროფესიონალია, მესხ გოგოებს ლიდერობას ვერ მოსთხოვ - ამბობს მწვრთნელი. 

„გოგოების ფეხბურთი ჩვენთან პოპულარული არ არის, მაგრამ იმედია მალე გახდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით და ეს არის მთავარი. მაგრამ მალე გამარჯვებაც გახდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - გვეუბნება „ცაცია“ მცველი და გუნდის კაპიტანი ნათია კურტანიძე.

სანამ თანამოაზრეებს გოგოებს შორის ნახავდა, ანი კვახაჯელიძე ფეხბურთს მეზობელ ბიჭებთან ერთად თამაშობდა. ის გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრია. მას შვიდი წელი და თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა, რომ სამოყვარულო ფეხბურთიდან პროფესიონალურ დონეზე ეთამაშა.
„ცხრა წლიდან დავიწყე, თავიდან მინი ფეხბურთს ვთამაშობდი. შემდეგ გელა მაისურაძე გავიცანი (ტრენერი) და გოგოების გუნდში დავიწყე თამაში, აქედან დიდ ფეხბურთზე გადავედით. ადამიანური რესურსი არის, გოგოების ფეხბურთსაც ყურადღება ნელ-ნელა ექცევა. ალბათ წარმატებას რომ მივაღწევთ, მაშინ უფრო დიდი ყურადღება მოგვექცევა“, - ამბობს საყრდენი ნახევარმცველი.

გუნდი საგარეო და საშინაო მატჩებს მართავს. აქ ყველაზე პატარები 14 წლის მარიამ თუმანიშვილი და თიკა ბლუაშვილი არიან.
„12 წლის ვიყავი ფეხბურთის თამაში რომ დავიწყე. ვფიქრობდი, რომ შემეძლო ნელ-ნელა მეტისთვის მიმეღწია. სკოლის სახელით ვმონაწილეობდი შეხვედრებში, სადაც თავდასხმაში ვიყავი, გუნდში კი ჩემზე ძლიერებიც და სწრაფებიც აღმოჩნდნენ, „მატაობაც“ უფრო კარგად შეეძლოთ, ამიტომ დაცვაში გადავედი, სადაც უფრო კარგად ვითამაშებდი“, - გვიხსნის თიკა ბლუაშვილი.

კლუბ „ზარზმაში“ გოგოებს თავი გელა მაისურაძემ ცოლთან ერთად მოუყარა. მწვრთნელებს ათეულ წელზე მეტი დასჭირდათ, რომ ეროვნული ჩემპიონატისთვის გუნდი ჩამოეყალიბებინათ.

„სამოყვარულო დონეზე ყოველთვის გვყავდა. ახლაც 50-მდე გოგო ვარჯიშობს, მაგრამ გუნდისთვის ჯერ პატარები არიან. პროფესიონალურ დონეზე პირველად ვართ. „ზარზმის“ მონაწილეობა ეროვნულ ჩემპიონატში მოტივაციას აჩენს მომავალ თაობაში. ხედავენ გუნდია და თავდაუზოგავად ვარჯიშობენ რომ აქ მოხვდნენ“, - ამბობს გელა მაისურაძე.
გუნდის ვარჯიშის გადასაღებად ახალციხის სოფელ პამაჯში ავედით. სტადიონი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, სოფლის სკოლაში იპოვეს. ფეხბურთელები პამაჯში სამარშუტო ტაქსით, მწვრთნელს საღამოობით დაჰყავს.

„ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გვითხრეს, რომ გადატვირთულია. თანაც უმაღლეს ლიგაში ასეთ მოედნებზე გვიწევს თამაში, ამიტომ ვარჯიშისთვის აქ დავდივართ“.
გოგოების ფეხბურთი საქართველოში და მით უმეტეს, სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტი გვიან გახდა. კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდი იმ ეტაპზეა, როცა ჩემპიონატში მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანია.

„ბოლომდე ბრძოლა! რაც არ უნდა დიდი ანგარიშით აგებდე. დანებება არ შეიძლება. უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ“, - გვითხრა კლუბის ყველაზე პატარა ფეხბურთელმა თიკა ბლუაშვილმა.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ახალი ამბები სომხურ ენაზე
ამინდი
ახალციხე 3 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა 6 °C
img
ადიგენი 13 °C
img
ბორჯომი 5 °C
img
თბილისი 9 °C
img
აბასთუმანი 3 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2024
RUB
RUB
100
4.6032
TRY
TRY
1
0.4951
USD
USD
1
2.8647
AMD
AMD
1000
5.9868
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.